იაპონიას ძლიერი ტაიფუნი „ტრამი“ დაატყდა თავს. სტიქიის გამო, გაუქმდა ათასობით ავიარეისი, შეფერხებებია სარკინიგზო მიმოსვლაშიც.
იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ოსაკას აეროპორტი დროებით დახურეს. ის ფუნქციონირებას 21 ოქტომბრამდე ვეღარ შეძლებს. ავიაკომპანიებმა 1000-ზე მეტი ფრენა უკვე გააუქმეს ან გადადეს.
სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ევაკუაციის რეკომენადაცია 700 000-მა მოქალაქემ მიიღო. მათ შორის ოკინავასა და კაგოშიმას პრეფექტურაში.
300 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ტაიფუნი „ტრამი“ ამჟამად იაპონიის ჩრდილოეთისკენ მოძრაობს. კუნძულ ჰონსიუს სტიქია ორშაბათს გადაუვლის.