იაპონიას ძლიერი ტაიფუნი „ტრამი“ დაატყდა თავს
იაპონიას ძლიერი ტაიფუნი „ტრამი“ დაატყდა თავს

იაპონიას ძლიერი ტაიფუნი „ტრამი“ დაატყდა თავს. სტიქიის გამო, გაუქმდა ათასობით ავიარეისი, შეფერხებებია სარკინიგზო მიმოსვლაშიც.

იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ოსაკას აეროპორტი დროებით დახურეს. ის ფუნქციონირებას 21 ოქტომბრამდე ვეღარ შეძლებს. ავიაკომპანიებმა 1000-ზე მეტი ფრენა უკვე გააუქმეს ან გადადეს.

სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ევაკუაციის რეკომენადაცია 700 000-მა მოქალაქემ მიიღო. მათ შორის ოკინავასა და კაგოშიმას პრეფექტურაში.

300 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ტაიფუნი „ტრამი“ ამჟამად იაპონიის ჩრდილოეთისკენ მოძრაობს. კუნძულ ჰონსიუს სტიქია ორშაბათს გადაუვლის.