იაპონია მუშახელის დეფიციტს განიცდის. ბიზნეს გამოცემა “Nikkei”- ის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება დანაკლისის შევსებას უცხოელი არაკვალიფიური მუშახელით ფიქრობს, რის გამოც მკაცრი რეგულაციების გამარტივებასაც კი გეგმავს.
კადრების დეფიციტს ძირითადად 5 სფერო განიცდის. ესენია: სამედიცინო (მედდები), ხომალდმშენებლობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
მთავრობა 2025 წლისთვის 500 ათასამდე მუშახელის მოზიდვას გეგმავს. პოტენციურ კადრებს 5 წლით სამუშაო უფლების მიღება 2019 წლის აპრილიდან, იაპონური ენისა და განათლების ტესტების ჩაბარების საფუძველზე მიენიჭებათ.
კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი ერის გადაბერებაა. ამასთან, მსოფლიოს რიგით 3-ე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, მშენებლობის ბუმია.