იაპონია მუშახელის დეფიციტის შევსებას უცხოელებით აპირებს
იაპონია მუშახელის დეფიციტის შევსებას უცხოელებით აპირებს

იაპონია მუშახელის დეფიციტს განიცდის. ბიზნეს გამოცემა “Nikkei”- ის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება დანაკლისის შევსებას უცხოელი არაკვალიფიური მუშახელით ფიქრობს, რის გამოც მკაცრი რეგულაციების გამარტივებასაც კი გეგმავს.

კადრების დეფიციტს ძირითადად 5 სფერო განიცდის. ესენია:  სამედიცინო (მედდები), ხომალდმშენებლობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.

მთავრობა 2025 წლისთვის 500 ათასამდე მუშახელის მოზიდვას გეგმავს. პოტენციურ კადრებს 5 წლით სამუშაო უფლების მიღება 2019 წლის აპრილიდან, იაპონური ენისა და განათლების ტესტების ჩაბარების საფუძველზე მიენიჭებათ.

კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი ერის გადაბერებაა. ამასთან, მსოფლიოს რიგით 3-ე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, მშენებლობის ბუმია.