საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გამოცემის, Transit-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა.
ყველაზე პოპულარული იაპონური გამოცემის ჟურნალისტებმა საქართველოს რეგიონებში იმოგზაურეს. მოინახულეს მაღალმთიანი აჭარა, იმერეთი, კახეთი.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები უმსხვილეს იაპონურ გამოცემა Transit-ში განთავსდება.
ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.