იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა 
იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა 

2018 წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 110.0 მლნ აშშ დოლარი ანუ 280.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 31.1 პროცენტით (26.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 90.8 პროცენტი მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან გამოგზავნეს.

2018 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.0 მლნ აშშ დოლარი (38.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.3 მლნ აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარი) გასული წლის იანვარში.