იანის ანტენტოკუნმპომ, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს #1TVSPORT
იანის ანტენტოკუნმპომ, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრების ლიდერის, იანის ანტენტოკუნმპოს თამაში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. წყაროს ცნობით, ბერძენმა ფეხის ტრავმა მიიღო, რომელიც ხელს შეუშლის წლის მთავარ ტურნირში გამოსვლაზე.

იტყობინებიან, რომ იანისს სურს მსოფლიო თასზე თამაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას „მილუოკი“ მიიღებს. თუ ანტენტოკუნმპო 100 პროცენტით ჯანმრთელი არ იქნება, „ბაქსის“ სამედიცინო შტაბი არ აუნთებს „მწვანე შუქს“ თავის ლიდერს, რის გამოც 28 წლის კალათბურთელი იძულებული იქნება, გამოტოვოს მსოფლიო ჩემპიონატი.

გამოცემა SDNA-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე იანისის წასვლის შანსი 50 პროცენტს შეადგენს.

მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთი აშშ-ს, იორდანიასა და ახალ ზელანდიას შეხვდება. პირველი მატჩი 26 აგვისტოს გაიმართება.