იაგო ხვიჩია - უზრა ზეია მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც უცნაურია, მისი დასახელებული პრობლემები თუ არსებობს ქვეყანაში, სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან
იაგო ხვიჩია - უზრა ზეია მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც უცნაურია, მისი დასახელებული პრობლემები თუ არსებობს ქვეყანაში, სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც უცნაურია, რადგან მის მიერ დასახელებული პრობლემები თუ არსებობს ქვეყანაში, სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, მან დაასახელა ის პრობლემები, რაც ისედაც ვიცით.

„მე არ მიმიღია მის ვიზიტში მონაწილეობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის ცოტა უცნაურია, რადგან ის პრობლემები თუ არსებობს, რაც მან თქვა საქართველოსთან მიმართებით, მაშინ სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან. ეს ნამდვილად იყო ისეთი უცნაურობა, რომლის გამოც ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ახსნა არ მაქვს. არ ვიცი, დანარჩენთან დაკავშირებით რამდენად ზუსტად არის ყველაფერი. ის პრობლემები დაასახელა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით. ვიცით ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ მეგობრების დაკარგვა არაფრად მიაჩნია. მთავარი ხომ გამოსავალია და ვერ გეტყვით, ზოგადად, გამოსავლის ძიების ნაწილში ეს ვიზიტი რამდენად იქნება ეფექტური“, – აღნიშნა ხვიჩიამ.