იაგო ხვიჩია - შეიძლება, სააკაშვილის ციხეში ყოფნით ევროპარლამენტარს გული აუჩუყდეს, მაგრამ თუ გული ქართველ ხალხს არ აქვს აჩუყებული და მის ციხეში ყოფნას ითხოვს, აგრძელებს ციხეში ყოფნას
იაგო ხვიჩია - შეიძლება, სააკაშვილის ციხეში ყოფნით ევროპარლამენტარს გული აუჩუყდეს, მაგრამ თუ გული ქართველ ხალხს არ აქვს აჩუყებული და მის ციხეში ყოფნას ითხოვს, აგრძელებს ციხეში ყოფნას

ადამიანს უფლება აქვს, ციხიდან გასაქცევად ნებისმიერი რამე გააკეთოს და გვირაბიც კი გათხაროს. შესაბამისად, სააკაშვილი თავის ფულს ლობისტებში დახარჯავს თუ ადვოკატებში, ეს მისი საქმეა, მაგრამ გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება, ციხიდან ამდენი ფულის დახარჯვა მოახერხო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის თავისუფლება ლობისტების ხელში არ არის.

„გარეთ რომ იყო, ჯანდაბას, რამეს იზამ, მაგრამ ციხიდან ამდენი ფულის ხარჯვა ძნელად წარმოსადგენია. მისი თავისუფლება ლობისტების ხელში არ არის. შეიძლება, სააკაშვილის ციხეში ყოფნით ევროპარლამენტარს გული აუჩუყდეს, მაგრამ თუ გული ქართველ ხალხს არ აქვს აჩუყებული და მის ციხეში ყოფნას ითხოვს, აგრძელებს ციხეში ყოფნას. ამიტომ მთელი ეს კამპანია მიმართული უნდა ყოფილიყო არა ევროპარლამენტარების, არამედ ქართველი ხალხის მიმართ და ამაში სააკაშვილის მონანიების ელემენტები მსუყედ უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი და წარმოდგენილი“, – განაცხადა ხვიჩიამ.