იაგო ხვიჩია - რაციონალური ამბავი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ განცხადებაში თავისი პარტია ეგულისხმა, ოპოზიციის გაუბედურებაში სააკაშვილის წვლილიც არის
იაგო ხვიჩია - რაციონალური ამბავი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ განცხადებაში თავისი პარტია ეგულისხმა, ოპოზიციის გაუბედურებაში სააკაშვილის წვლილიც არის

რაციონალური ამბავი იქნებოდა ალბათ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ განცხადებაში მისი პარტია ეგულისხმა, რადგან მისივე მეცადინეობით, ის ითვლება მთავარ ოპოზიციურ პარტიად და კარგ ფორმაში რომ არ არის, ამას მთელი ქვეყანა ხედავს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გაუბედურებაში სააკაშვილის წვლილიც არის.

„მისი წვლილიც არის – გნებავთ, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და გნებავთ იმით, რომ თავისი მედია დაახშო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისგან. ოპოზიციაც და სააკაშვილიც აქედან გამომდინარე ამ რეალობაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია“.