იაგო ხვიჩია - ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება, ეს არის რევოლუცია, ამიტომ, სრულად ვემიჯნები ნიკა გვარამიას განცხადებას და მიხეილ სააკაშვილის გადაზიარებას
იაგო ხვიჩია - ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება, ეს არის რევოლუცია, ამიტომ, სრულად ვემიჯნები ნიკა გვარამიას განცხადებას და მიხეილ სააკაშვილის გადაზიარებას

პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელ ნიკა გვარამიას მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, სადაც „დამხობა“ იყო ნახსენები.

ხვიჩიას თქმით, ის ნიკა გვარამიას განცხადებას სრულად ემიჯნება. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ  ქვეყანას რამე არ სჭირდება, ეს რევოლუციაა.

„ამ ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება და თუ გვინდა, რომ რამე ცუდი მოხდეს ქვეყანაში, ეს ცუდი არის რევოლუცია. ამიტომ, მე სრულად ვემიჯნები ნიკა გვარამიას ამ განცხადებას და მიხეილ სააკაშვილის ამ გადაზიარებას. ამით არ მინდა იმის თქმა, რომ ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა ყოველთვის აკრძალულია, ეს ასე არ არის. ოღონდ ის დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს და ეს არის დადასტურებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მანამდე, ანუ სანამ არჩევნები არ გაყალბებულა, სანამ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ დაუდასტურებიათ არჩევნების გაყალბების ფაქტი, ბიძინა ივანიშივილმა რომ სიტყვა გატეხა, ეს არის ხალხის გადაგდება და სიტყვის გატეხვა, მაგრამ არა არჩევნების გაყალბება. აქედან გამომდინარე, მე ვემზადები არჩევნების მოსაგებად და თუ არჩევნები გაგვიყალბეს, შემდეგ  ვისაუბროთ სხვა სცენარებზე“ ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.