იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ ცდილობს, როცა არავინ არ არის, საკუთარი დეპუტატები აწვალოს, ეს ბიზნესმენი ხალხი დასასვენებელი ადგილებიდან მოჰყავს
ხვალ რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. „ქართული ოცნება“ ცდილობს, როცა არავინ არ არის, საკუთარი დეპუტატები აწვალოს, ეს ბიზნესმენი ხალხი დასასვენებელი ადგილებიდან მოჰყავს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მგონია, რომ ქართველი პარლამენტარის გასაჭირი ამ ხნის განმავლობაში ახლა ყველაზე ცხადი გახდა – წარმოიდგინეთ, ეს მილიონერი ხალხი პარლამენტში შემოიყვანეს, ბიზნესების „დაკრიშვას“ დაჰპირდნენ და შვებულებები „ქართული ოცნების“ ჭკუაზე უნდა შეწყვიტონ. ერთი შეხედვით, ვიღაცას „ქოცის“ დეპუტატის სამსახური შეიძლება, მარტივი ეგონა, მაგრამ ეს გართულდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.