იაგო ხვიჩია – „ქართული ოცნება“ ცდილობს, როცა არავინ არ არის, საკუთარი დეპუტატები აწვალოს, ეს ბიზნესმენი ხალხი დასასვენებელი ადგილებიდან მოჰყავს

15:38, 10.07.2023

ხვალ რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. „ქართული ოცნება“ ცდილობს, როცა არავინ არ არის, საკუთარი დეპუტატები აწვალოს, ეს ბიზნესმენი ხალხი დასასვენებელი ადგილებიდან მოჰყავს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მგონია, რომ ქართველი პარლამენტარის გასაჭირი ამ ხნის განმავლობაში ახლა ყველაზე ცხადი გახდა – წარმოიდგინეთ, ეს მილიონერი ხალხი პარლამენტში შემოიყვანეს, ბიზნესების „დაკრიშვას“ დაჰპირდნენ და შვებულებები „ქართული ოცნების“ ჭკუაზე უნდა შეწყვიტონ. ერთი შეხედვით, ვიღაცას „ქოცის“ დეპუტატის სამსახური შეიძლება, მარტივი ეგონა, მაგრამ ეს გართულდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი