იაგო ხვიჩია - პარტიის ლიდერი როცა ხარ, ქველმოქმედება გამოიყურება, როგორც წინასაარჩევნო მზადება, ხელნაწერი წიგნის შეძენა წინასაარჩევნო სვლას ნიშნავს
იაგო ხვიჩია - პარტიის ლიდერი როცა ხარ, ქველმოქმედება გამოიყურება, როგორც წინასაარჩევნო მზადება, ხელნაწერი წიგნის შეძენა წინასაარჩევნო სვლას ნიშნავს

პარტიის ლიდერი როცა ხარ, ქველმოქმედება გამოიყურება, როგორც წინასაარჩევნო მზადება, ხელნაწერი წიგნის შეძენა წინასაარჩევნო სვლას ნიშნავს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

აღნიშნული კომენტარით იაგო ხვიჩია ბიძინა ივანიშვილის მიერ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის შეძენას გამოეხმაურა.

„დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი „ქართული ოცნების“ ბევრ წევრს არ ექნება წაკითხული, არც გაგებული ექნებოდათ, მაგრამ წინასაარჩევნოდ მილიონ-ნახევრად, ცოტა ფულად შანსი გამოჩნდა, პოზიტიური ყურადღება მიიქციონ და კიდევ ერთხელ დაუბრუნდა საზოგადოებას, როგორც ქველმოქმედი, მაგრამ პარტიის ლიდერი როცა ხარ, ქველმოქმედება გამოიყურება, როგორც წინასაარჩევნო მზადება. ეს წიგნი V-VII საუკუნეებშია შექმნილი და 21-ე საუკუნის არჩევნების წელი დასჭირდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. წიგნის ყიდვა გინდოდეს და „კრისტის“ აუქციონის გარეშეც იშოვი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.