იაგო ხვიჩია - ნიკა გვარამია ერთ-ერთი საუკეთესო პროპაგანდისტი და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოლიტიკოსია, ეს ადამიანი „ნაცური“ პროპაგანდის მთავარი გასაღებია
ნიკა გვარამია ერთ-ერთი საუკეთესო პროპაგანდისტი და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოლიტიკოსია. როცა კარგ პროპაგანდისტსა და ცუდ პოლიტიკოსს პოლიტიკოსებთან აყენებენ და არა პროპაგანდისტებთან, ეს უკვე შეცდომაა, ეს ისეთივეა, მეკარე თავდასხმაში სათამაშოდ გაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ნიკა გვარამია „ნაცური“ პროპაგანდის მთავარი გასაღებია.
„შეიძლება ზოგჯერ გოლიც გაიტანოს, მაგრამ ამის იმედად ვერ იქნები, მას სხვა დავალება აქვს. გვარამიას დავალება ოპოზიციური პროპაგანდა უნდა იყოს, რასაც ათი წელი აკეთებდა. ეს ადამიანი „ნაცური“ პროპაგანდის მთავარი გასაღებია და ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველასთვის მოსაწონს არ ამბობს, პროპაგანდას აწარმოებს. ეს მაინცდამაინც არჩევადი არ არის. როგორც მოქალაქეები შალვა რამიშვილს არ აირჩევდნენ, ასე არ აირჩევდნენ გვარამიას, მათი ადგილი პროპაგანდისტებისკენაა“, – განაცხადა ხვიჩიამ.