იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობის“ ბევრი წევრი დაფიქრდება, რამდენად უნდათ საკუთარ ლიდერად ადამიანი, ვინც ევროპელი პენსიონერების გაძარცვას „ქართული ოცნების“ გარეშე ვერ განახორციელებდა
ჩემი აზრით, კეზერაშვილს ქართული პოლიტიკიდან გაწევა მოუწევს და ეს მალე მოხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, შეუძლებელია იმ საქმიანობის განხორციელება „ქართული ოცნების“ გარეშე, რასაც „ბიბისის“ სიუჟეტი დავით კეზერაშვილზე ამბობს.
„„ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებისთვის იმდენად ცხადი გახდება, რომ კეზერაშვილია წაგების ფორმულა და ასოცირებულია „ქართულ ოცნებასთან“, რადგან შეუძლებელია იმ საქმიანობის განხორციელება „ქართული ოცნების“ გარეშე, რასაც მას „ბიბისის“ სიუჟეტი „აბრალებს“. ამიტომ „ნაცმოძრაობის“ ბევრი წევრი დაფიქრდება იმაზე, რამდენად უნდათ საკუთარ ლიდერად ადამიანი, ვინც ევროპელი პენსიონერების გაძარცვას „ქართული ოცნების“ გარეშე ვერ განახორციელებდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.