იაგო ხვიჩია - ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავია, საცოდავი ხალხის ბულინგი არ შეიძლება
იაგო ხვიჩია - ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავია, საცოდავი ხალხის ბულინგი არ შეიძლება

საცოდავი ხალხის ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ეცოდება ეს ხალხი“.

„პირობას ვდებ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებს ამას არასდროს გავუკეთებთ. მე სამსახურის დაკარგვას ვერავის ვურჩევ, მაგრამ ვურჩევ ერთ რამეს: ყველასგან აიღეთ ფული, საბოლოოდ კი, შემოხაზეთ 36“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ განაცხადა, პოლიტიკოსებმა თუ ხელი არ შეუშალეს, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეები ამ აქციას თავიანთ ჭკუაზე გადმოიყვანენ.

„არცერთი ადამიანი, რომელიც ჩამოყვანილია რეგიონიდან, არ არის იმ მოტივაციით, რა მოტივაციითაც ადამიანები „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებს ვურჩევდი, საქართველოს მოსახლეობას ხელი არ შეუშალონ 29 აპრილის, „ქოცური“ აქციის რეფორმირებისთვის, რადგან ძალიან დიდი შანსია, ეს ადამიანები, რომლებსაც აქ „ქოცები“ შეკრებენ, გამოვიდნენ და „არა რუსულ კანონსო“ მოითხოვონ. ამის იმედი მაქვს. ხალხი, რომელიც აქციაზე მოდის, არ მოდის იმისთვის, რომ თქვას „კი რუსულ კანონს“. ისინი მოდიან, რადგან მთავრობამ დაავალა და დაემუქრა, რომ სამუშაო ადგილს დაკარგავენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ითვალისწინებენ მხარდამჭერების თხოვნას და საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებას გამართავენ.