იაგო ხვიჩია -  ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ძალიან უხერხული იქნება იმ ხალხთან ერთად დგომა, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის ელჩთან თურმე გასართობად დადიოდა
იაგო ხვიჩია - ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ძალიან უხერხული იქნება იმ ხალხთან ერთად დგომა, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის ელჩთან თურმე გასართობად დადიოდა

ზურას ასეთი მკვეთრი განცხადება ძალიან გამიკვირდა. სულ მქონდა ეჭვი იმისი, რასაც ზურა ჯაფარიძე საუბრობდა. უბრალოდ, ასე დადასტურებულად ამის თქმა ვერ შევძელი იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც მქონდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა.

,,ზურას ასეთი მკვეთრი განცხადება ძალიან გამიკვირდა. სულ მქონდა ეჭვი იმისი, რასაც ზურა ჯაფარიძე საუბრობდა. უბრალოდ, ასე დადასტურებულად ამის თქმა ვერ შევძელი იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც მქონდა. თუ ეს დადასტურდა და მხარეები ამას დაადასტურებენ, ძალიან უხერხულია იმ ხალხთან ერთად დგომა, რომელიც თურმე აშშ-ის ელჩთან და ევროკავშირის ელჩთან გასართობად დადიოდა.

არც მისი დრო იყო მნიშვნელოვანი და არც იმ ხალხის. წინასწარვე არ უნდოდათ შეთანხმება. ზოგადად, როდესაც ვთქვი, რომ ეჭვი მქონდა, მაშინ პარტიებიც დავასახელე, მაგრამ ის, რაც ზურამ თქვა,ზურამ უნდა გააგრძელოს პარტიების იდენტიფიცირების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.