იაგო ხვიჩია - გვარამიას ყველა განცხადება უნდა განიხილოთ იმ ჭრილში, რა აწყობთ „ქოცებს“ და რას გამოიყენებენ სათავისოდ
გვარამიას ყველა განცხადება უნდა განიხილოთ იმ ჭრილში, რა აწყობთ „ქოცებს“ და რას გამოიყენებენ სათავისოდ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას კითხვა დაუსვეს პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება, მთავარია, ხალხი რას გრძნობს“.
„ციხიდან მისი გამოსვლაც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული ამბავი მგონია. „ნაცებიდან“ მისი წამოსვლაც და პარტიის პროპაგანდისტული საშუალების გარეშე დატოვება 2016 წლის ამბავს მახსენებს, როცა მაშინ „ქოცებმა“ კეზერას დახმარებით ბოკერია და მისი მეგობრები გადაიბირეს. ახლაც ზუსტად იგივე ხდება, უბრალოდ, ბოკერიას გზას გვარამია ადგას. მისი ყველა განცხადება იმ ჭრილში უნდა განიხილოთ, „ქოცებს“ რა აწყობთ და რას გამოიყენებენ სათავისოდ. როგორც ჩანს, ამ განცხადებასაც ასე იყენებენ. ჩემი აზრით, ეს ხალხი რევოლუციონერები არ არიან, მათ რევოლუციონერობას ტყუილად „უბაზრებენ“, რომ ხალხი შეაშინონ, არცერთ მათგანს რევოლუციის მოწყობა არ შეუძლია. შეიძლება, რევოლუცია ხალხმა მოაწყოს და ესენი ეცადონ, თავზე მოასხდნენ, მაგრამ თავიანთი ინიციატივით რევოლუციონერები არ არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.