იაგო ხვიჩია - გიორგი ვაშაძე და „ქართულ ოცნება“ მორალურად უფლებამოსილნი არ არიან, პროცესის ჩაშლა ერთმანეთს დააბრალონ
გიორგი ვაშაძეს „ქართული ოცნებისთვის“ შანსი არ მიუცია, კარგი ყოფილიყო იმ თვალსაზრისით, რომ ამ შეხვედრებს თავად საერთოდ არ ესწრებოდა, აქედან გამომდინარე, მგონი, ეს ხალხი ვინც ლაპარაკობს და ვისზეც ლაპარაკობს, არც ერთი არ არის მორალურად უფლებამოსილი, რომ პროცესის ჩაშლა მეორე მხარეს დააბრალოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ჯერ „ქართულ ოცნებას“ არ უცდია, ევროკომისიის რეკომენდაციები სრულყოფილად შეასრულოს.
„იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ გვეტყვიან, ევროკავშირში მიგიღებთო, რადგან ზუსტად ვიცი, 12 რეკომენდაციის შესრულება როგორ მიმდინარეობს, ამის დასანახად ბრიუსელში წასვლა არ არის საჭირო. უნდა დავინახოთ, რომ ასე გამოცდაზე გასვლაც კი არ შეიძლება, როგორც ჩვენ დავდივართ. „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ უცდია, რომ მოთხოვნები სრულყოფილად შეესრულებინა, მაგრამ რომც ეცადა, მგონი, გიორგი ვაშაძეს „ქართული ოცნებისთვის“ შანსი არ მიუცია, კარგი ყოფილიყო იმ თვალსაზრისით, რომ ამ შეხვედრებს თავად საერთოდ არ ესწრებოდა. აქედან გამომდინარე, მგონი, ეს ხალხი ვინც ლაპარაკობს და ვისზეც ლაპარაკობს, არც ერთი არ არის მორალურად უფლებამოსილი, რომ პროცესის ჩაშლა მეორე მხარეს დააბრალოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.