იაგო ხვიჩია - გიორგი ვაშაძე ოცნებების ახდენას ცდილობს, მისი ოცნებაა, „ნაცმოძრაობიდან“ პრემიერობის კანდიდატი იყოს
მგონი, გიორგი ვაშაძე ოცნებების ახდენას ცდილობს, რაც პოლიტიკაში სრულიად ლეგიტიმურია. ამ შემთხვევაში მისი ოცნებაა, „ნაცმოძრაობიდან“ პრემიერობის კანდიდატი იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ამისთვის ხშირად იბრძოდა, ბევრჯერ ბოლო მომენტში ბედმა უმუხთლა და სხვა ვინმე გამოეჩხირა ხოლმე, მაგრამ როცა რაიმე გინდა, სულ უნდა ეცადო. დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობის“ შიგნით თავის შანსებს ხედავს და ამიტომ იყო მონდომებული. როგორც ვაკვირდები, გიორგი ვაშაძე „ნაცმოძრაობაში“ ლიდერთა დეფიციტის გამო დაიმატეს, რადგან მოქმედი ლიდერები არ იყვნენ საკმარისი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობას“ თავი ისე წარმოეჩინა, როგორც მიაჩნდა. ამიტომ ლიდერის ტრანსფერი გაკეთდა. რამდენად წარმატებული იქნება, ხომ უნდა სცადო, რომ გამოგივიდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ გაერთიანებას არავისთან გეგმავენ, თუმცა „თვისობრივად ახალ ფორმაზე ფიქრობენ“.
„ბარიერის გადალახვის მიზნით არავისთან არ შევკავშირდებით. თუმცა, თვისობრივად ახალ ფორმაზე ვფიქრობთ – ღია სიებზე, სადაც „ნაცებსა“ და „ქოცებს“ მიღმა მოთამაშე პოლიტიკოსებს საშუალება ექნებათ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა „გირჩის “ წესებით მიიღონ. თუ, რასაკვირველია, სხვებისგან ამის საშუალება და ინტერესი იქნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.