იაგო ხვიჩია - გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ვგულშემატკივრობ, რათა მათი ტრაექტორია გავარჩიოთ, სახეზეა პოლიტიკური ფლირტი, დაველოდოთ ხუხაშვილის მარებლობის მარიფათს
იაგო ხვიჩია - გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ვგულშემატკივრობ, რათა მათი ტრაექტორია გავარჩიოთ, სახეზეა პოლიტიკური ფლირტი, დაველოდოთ ხუხაშვილის მარებლობის მარიფათს

სახეზეა პოლიტიკური ფლირტი. აქედან გამოვა ერთობა ან კავშირი, მოდით, დაველოდოთ გია ხუხაშვილის მარებლობის მარიფათს. ვნახოთ, რა გამოუვა, რადგან იღვწის ეს ადამიანი, შედეგებს დაველოდოთ. მარებლობა რას ნიშნავს? მეგრულად ნიშნავს ადამიანს, რომელიც წყვილებს ურთიერთობის დალაგებაში ეხმარება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საარჩევნოდ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანების საკითხის შესახებ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, გულშემატკივრობს ამ გაერთიანებას, რათა მათი ტრაექტორია გაარჩიოს.

„პოლიტიკურ ფლირტში აქტიურობენ ვაჟები, როგორც კლასიკურ ურთიერთობებში. თქვენ იცით, რომ „ლელო“ მაინც ჰგავს მოკლეკაბიან ლამაზ ქალს, რომელიც თავისი ფულით სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს ხიბლავს“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.