იაგო ხვიჩია - ერთადერთი ცხადი ბენეფიტი, რასაც „ნაცმოძრაობას“ მენეჯმენტის ცვლილება მოუტანს, არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო გალამაზდება
იაგო ხვიჩია - ერთადერთი ცხადი ბენეფიტი, რასაც „ნაცმოძრაობას“ მენეჯმენტის ცვლილება მოუტანს, არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო გალამაზდება

ერთადერთი ცხადი ბენეფიტი, რასაც „ნაცმოძრაობას“ მენეჯმენტის ცვლილება მოუტანს, არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ ცვლილებით უფრო გალამაზდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობიდან ხაბეიშვილის გადადგომას და მის ნაცვლად თინა ბოკუჩავას კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.

„დანარჩენს რაც შეეხება, მე ვერც ხაბეიშვილის არჩევის დროს გავიგე ზუსტი არგუმენტაცია და ვერც მისი გადარჩევის დროს, მაგრამ სხვა პარტიის საქმიანობაში ჩარევა ჩემი საქმე არ არის და ამ პროცესს თავი დავანებე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაერთიანებას, საკითხის კომენტირებისას იაგო ხვიჩიამ აღნიშნა:

„ჩვენ დავინახეთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ორი „ნაცური“ გაერთიანება იკვეთება. ერთი ჭეშმარიტად „ნაცური“, ხუთი ნომრით და თავისი პრიმა ბასებით, ხოლო მეორე „ნეონაცური“, სადაც „ნაცებიდან“ წასული ხალხი მოიყრის თავს. მივესალმებით, რომ „ნაცმოძრაობა“ ორი პარტიით გავიდეს არჩევნებზე და არა შვიდით, როგორც დღეს არის. შეიძლება, ეს იდეალური არ არის, მაგრამ მაინც მიახლოებულია კონფიგურაციასთან, რომელსაც ერთი წელია, ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ საარჩევნო ბიულეტენი არ იყოს გადატვირთული. იყოს მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც რეალურად არსებობენ და არა ის, რომელიც ქაღალდზეა და 300 პარტია არსებობს. რეალურად, სამი პარტია არსებობს: „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. იდეალური იქნებოდა, ბიულეტენი ასე იყოს, მაგრამ ოთხსაც არა უშავს, „ქოცები“, „ნაცები“, „ნეონაცები“ და „გირჩებიც“ არ არის ცუდი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.