იაგო ხვიჩია - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს თავი დავანებოთ, შევეშვათ, რადგან არ გვჭირდება, რა პრობლემაც გვაქვს, მას ერთპიროვნული მმართველობა ჰქვია
იაგო ხვიჩია - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს თავი დავანებოთ, შევეშვათ, რადგან არ გვჭირდება, რა პრობლემაც გვაქვს, მას ერთპიროვნული მმართველობა ჰქვია

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს თავი დავანებოთ, შევეშვათ, რადგან არ გვჭირდება. რა პრობლემაც გვაქვს, მას ერთპიროვნული მმართველობა ჰქვია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ევროპამ გაიაზრა, რომ ეს კანონი პრობლემის მოგვარების რეცეპტი ვერ იქნება.

„კანონს დეოლიგარქიზაციას როცა არქმევ, უკვე პერსონიციფიცირებულია, რადგან იმდენად ვიწროვდება ადამიანთა წრე, ვისაც შეეხება, ორ ადამიანზე დადის. ორ ადამიანამდე დასული კანონი თავისი შინაარსით არის უკვე ინდივიდუალურად ორ ადამიანზე მიღებული კანონი. თუ იტყვი, კანონი სხვებსაც შევახე და გააფართოვეო, გამოდის, რომ ამ სიგიჟეში ასი ადამიანი უნდა ჩავითრიოთ, რაც არასწორია. სწორი რჩევაა, ამ კანონს თავი დავანებოთ, შევეშვათ, რადგან არ გვჭირდება. რა პრობლემაც გვაქვს, იმას ოლიგარქიზაცია არ ჰქვია, ეს ერთპიროვნული მმართველობაა, რისი პრობლემაც სულ გვქონდა და ეს ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. არ ვიცი, ამ შემთხვევაში კეზერაშვილის გადაზღვევა ხდება თუ არა, შეიძლება, ივანიშვილის გადაზღვევა ხდება. მაინც უფრო მგონია, რომ ევროპა ხვდება, რომ ეს რჩევა არავის გამოადგებოდა, რადგან უკრაინის პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ის არ არის, რასაც აღფრთოვანებით უყურებდნენ თავიდან. რაღაცნაირად ამ პუნქტიდან გამოსვლა ხდება და ჩვენც უნდა შევეშველოთ – თავი დავანებოთ აღნიშნულ პუნქტს და ისე შევასრულოთ, რომ ეს პუნქტი პრობლემა აღარ იყოს. ევროპამ გაიაზრა, რომ ეს კანონი ჩვენი პრობლემის რეცეპტი ვერ იქნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.