იაგო ხვიჩია - ჩვენ სოხუმსა და ცხინვალში არცერთ შემთხვევაში იარაღით არ უნდა შევიდეთ, მაგრამ ამ პირობის დადება რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე არ შეიძლება
მგონია, რომ არცერთი მიწა არ ღირს იქ დაღვრილი სისხლის ფასად, სადაც შემდეგ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცხოვრონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს სავალდებულო შეთანხმებას ორი ქვეყნის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
„ჩვენ სოხუმსა და ცხინვალში არცერთ შემთხვევაში იარაღით არ უნდა შევიდეთ, მაგრამ ამ პირობის დადება რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე არ შეიძლება. ეს აქამდე ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა და გვეთქვა, რომ იქ იარაღით არ შევალთ, მოდით, დანარჩენზე ვილაპარაკოთ. მგონია, რომ არცერთი მიწა არ ღირს იქ დაღვრილი სისხლის ფასად, სადაც შემდეგ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცხოვრონ. სადაც სისხლს დავღვრით და მშვიდობით არ შევალთ, არ იქნება სასიამოვნო“, – განაცხადა ხვიჩიამ.