იაგო ხვიჩია - ჩემი ვალია, მთავრობას უნდობლობა გამოვუცხადოთ, ეს არ მეზარება, მაგრამ საჭირო ხმები საიდან მოგვაქვს, მაინტერესებს, როგორ მთავრდება თამაში, სადაც მეპატიჟებიან
ოფისში მყოფმა „გირჩმა“ გავიგეთ, რომ ნაცებს გამოუცხადებიათ ბოიკოტი და ჩვენ გამოვულანძღივართ კვორუმის შევსებისთვის, ოღონდ, არ ვიცოდით, რისი კვორუმი იყო, რადგან სხდომათა დარბაზში არ ვიყავით, ოფისში ვისხედით, ჩვენი ბარათები ჯიბეში გვედო და შემდეგ ეს პოსტები აიღეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
რაც შეეხება „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას, რომ პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მისთვის საინტერესოა, საიდან აგროვებენ ამისთვის საჭირო ხმებს.
„ნაცების ბოიკოტის საკითხი იმდენად უცნაურად გავიგე, რომ სწორი არ იქნება ახლა საბოლოო შეფასება ვთქვა. ოფისში მყოფმა „გირჩმა“ გავიგეთ, რომ ნაცებს გამოუცხადებიათ ბოიკოტი და ჩვენ გამოვულანძღივართ კვორუმის შევსებისთვის, ოღონდ, არ ვიცოდით, რისი კვორუმი იყო, რადგან სხდომათა დარბაზში არ ვიყავით, ოფისში ვისხედით, ჩვენი ბარათები ჯიბეში გვედო და შემდეგ ეს პოსტები აიღეს. ვცდილობ, გავარკვიო, რა ბოიკოტია. გადიან პარლამენტიდან? რაც არ გაინტერესებს, იმ საკითხებზე ჩვენც არ დავდივართ და ნაცებს რა მოვუწოდოთ? საიდან მოაქვს „ლელოს“ 76 ხმა? ოპოზიციონერი ვარ და ჩემი ვალია, მთავრობას უნდობლობა გამოვუცხადოთ და ეს არ მეზარება, მაგრამ საჭირო ხმები საიდან მოგვაქვს? დასასრულს, მაინტერესებს, როგორ მთავრდება ის თამაში, სადაც მეპატიჟებიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.