ბადრი ჯაფარიძე -  ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს  მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის პროცესი, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის პროცესი, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე

ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე, – ამის შესახებ  „ლელოს“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ეს განმუხტავს ქვეყანაში არსებულ მწვავე ვითარებას.

„მათ, ვისაც ევალებოდათ ამის აღკვეთა და არ გააკეთეს, ისინი არიან პირველი მებრძოლები სწორედ ქრისტიანობის და ეკლესიის წინააღმდეგ. ამიტომ ეს არის ფარისევლობა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე, რომელიც დაამშვიდებს ამ ძალიან მძიმე და მწვავე ვითარებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი