„ჰუმან რაითს ვოთჩი“ ისრაელის მოკავშირეებს მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ ისრაელმა დაიცავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს „გარდამტეხი დადგენილება“
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩი“ ისრაელის მოკავშირეებს მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ ისრაელმა დაიცავს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს „გარდამტეხი დადგენილება“, რომელიც ისრაელს ავალდებულებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ღაზაში გენოციდის პრევენციისთვის.
„სასამართლოს მკაფიო და სავალდებულო დადგენილებები ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ისრაელის მოკავშირეები მხარს დაუჭერენ მათ მიერ გაცხადებულ გლობალურ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“, – აცხადებს „ჰუმან რაითს ვოთჩის“ დირექტორის მოადგილე ბალქის ჯარა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს ლიდერებს, „დაუყოვნებლივ გამოიყენონ ბერკეტი იმის უზრუნველსაყოფად, რათა ისრაელმა აღასრულოს დადგენილება“.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 17 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო.