ჰუბერტ ქნირში - შოთა რუსთაველმა თქვა, ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერიაო, ეს მართლაც ასეა
ჰუბერტ ქნირში - შოთა რუსთაველმა თქვა, ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერიაო, ეს მართლაც ასეა

საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებმა, დიეგო კალასმა და ჰუბერტ ქნირშმა ფრანგულ-გერმანული დღე აღნიშნეს.

თარიღთან დაკავშირებით ელჩები თბილისის რობერტ შუმანის სახელობის სასწავლო დაწესებულებაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებისთვის წარმოდგენა გამართეს.

ღონისძიებაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ და კულტურულ წარმომადგენლობებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათ მიერ საქართველოში ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრის დროს გერმანიის ელჩმა „ვეფხისტყაოსნიდან“ ციტატა მოიყვანა.

„მოხარულები ვართ, რომ მრავალსაუკუნოვანი ომების შემდეგ ჩვენმა ორმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძლიერი მეგობრობა, რასაც საფუძვლად ევროპული ინტეგრაცია უდევს. ჩვენი მიზანია ჩვენი ნაბიჯები ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, იყოს ქმედითი.

ამ დღეს ყოველწლიურად აღვნიშნავთ და ამას ვაკეთებთ შოთა რუსთაველის სულისკვეთებით, რომელმაც თქვა, „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.“ ეს მართლაც ასეა“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.