პეტერ ფიშერი - მიუღებელია ძალადობა და დაშინება, მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციის თანამშრომლებზე, დემოკრატია არ მოიცავს ძალადობას
ძალადობა და დაშინება, მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციის თანამშრომლებზე, არის მიუღებელი, – ამის შესახებ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ელჩი აღნიშნავს, დემოკრატია ძალადობას არ მოიცავს.
„ძალადობა და დაშინება, მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციის თანამშრომლებზე, არის მიუღებელი კანონის უზენაესობამ უნდა გაიმარჯვოს. დემოკრატია არ მოიცავს ძალადობას“, – წერს პეტერ ფიშერი.