ჰუბერტ ქნირში - საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი ტრადიციულად, დაძაბულად მიმდინარეობს
საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი ტრადიციულად, დაძაბულად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ყველა მხარეს მოუწოდა, წინასაარჩევნო პერიოდი ძალადობის გარეშე ჩაატარონ.
„საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი ტრადიციულად, დაძაბულად მიმდინარეობს. მე და ჩემი კოლეგები ძალიან განვიცდით, რომ იზრდება ძალადობრივი დაპირისპირების და ინციდენტების რიცხვი. მინდა, მოვუწოდო ყველას, წინასაარჩევნო პერიოდი ჩაატარონ ძალადობის გარეშე. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ არჩევნები საქართველოში თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარდეს“, – განაცხადა ელჩმა.