ჰუბერტ ქნირში - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება რაც შეიძლება ძლიერი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს
არჩევნებზე დაკვირვება, შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, რაც შეიძლება ძლიერი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის გერმანია დამკვირვებელთა ჯგუფს ამზადებს, რომელიც ეუთოს მისიის ნაწილი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები იქნებიან. გერმანია ამზადებს დამკვირებელთა ჯგუფს, რომელიც იქნება ეუთო/ოდირის მისიის ნაწილი. დამკვირვებლები ჩამოვლენ სხვა ქვეყნებიდანაც. არჩევნებზე დაკვირვება, შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, რაც შეიძლება ძლიერი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მხარს უჭერს და სურს, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვება განხორციელდეს. ჩვენ, როგორც პარტნიორი ქვეყნები, მაქსიმალურს გავაკეთებთ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.