„ჰუავეის“ ფინანსურმა დირექტორმა სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის კანადის მთავრობას უჩივლა
კომპანია „ჰუავეის“ ფინანსურმა დირექტორმა, მენ ვანჟოუმ სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის კანადის მთავრობას უჩივლა.
ვანჟოუ ვანკუვერის აეროპორტში თაღლითობის და ირანის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციების დარღვევის ბრალდებით, ვაშინგტონის თხოვნის საფუძველზე დააკავეს.
გასულ კვირაში კანადის ხელისუფლებამ მენ ვანჟოუს აშშ-ში ექსტრადაციის პროცედურები დაიწყო.
„ჰუავეის“ ფინანსური დირექტორის განცხადებით, კანადის სასაზღვრო სააგენტომ და პოლიციამ მისი სამოქალაქო უფლებები დაარღვია. მენ ვანჟოუ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს, ჩინეთის ხელისუფლება კი, მის დაკავებას „პოლიტიკურ ინციდენტად“ აფასებს.
მენ ვანჟოუ „ჰუავეის“ დამფუძნებლის შვილია და მისმა დაკავებამ ჩინეთის ურთიერთობები აშშ-სთან და კანადასთან დაძაბა. აშშ-მა „ჰუავეის“ წინააღდეგ 20-მდე საქმე აღძრა.