„ჰუავეიმ“ აშშ-ის მიერ კომპანიის ე.წ. შავ სიაში შეყვანა გაასაჩივრა
„ჰუავეიმ“ აშშ-ის მიერ კომპანიის ე.წ. შავ სიაში შეყვანა გაასაჩივრა

ჩინურმა „ჰუავეიმ“ აშშ-ის მიერ კომპანიის ე.წ. შავ სიაში შეყვანა გაასაჩივრა. როგორც „ჰუავეის“ წარმომადგენლები აცხადებენ, აშშ-ის ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ ჩინური კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას ემუქრება.

შესაბამისი სარჩელი „ჰუავეიმ“ 29 მაისს აშშ-ის სასამართლოში შეიტანა და კონცერნის ე.წ. შავ სიაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად გამოცხადება მოითხოვა.

17 მაისს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ჩინური „ჰუავეი“ ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, სადაც ის კომპანიები არიან წარმოდგენილი, რომლებიც აშშ-ის უსაფრთხოებას ემუქრებიან. ჩინურ კომპანიას ტექნოლოგიების მოპარვაში, ჯაშუშობასა და ამერიკული ნაწარმის ირანში გაყიდვაში ადანაშაულებენ.