Netflix-ის საკულტო სერიალის House of Cards-ის საფინალო სეზონი 2 ნოემბერს გამოვა. ინფორმაცია ამის შესახებ სერიალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ცნობილი სექსუალური სკანდალების შემდეგ, სერიალი მაყურებელს კევინ სპეისის გარეშე დაუბრუნდება. შოუს ფინალი მთლიანად რობინ რაითის პერსონაჟზე იქნება აგებული. ცნობილია ისიც, რომ ახალი სეზონში მხოლოდ 8 ეპიზოდი იქნება.
აღსანიშნავია, რომ სერიალის „ინსტაგრამის“ გვერდზე ახალი პოსტერი გავრცელდა, რომელზეც სისხლიანი კრემლი ჩანს, წარწერით „ჩვენ მკვლელები ვართ“.