ჰონგ კონგის ლიდერი აცხადებს, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კრიტიკულ ზღვარზეა
ჰონგ კონგის ლიდერი აცხადებს, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კრიტიკულ ზღვარზეა.
ჰონგ კონგის ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პანდემია კონტროლს აღარ ექვემდებარება და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოვლენილია ინფიცირების 1 900 შემთხვევა.
„ჩემი აზრით, სიტუაცია კრიტიკულია და არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვითარებას ვაკონტროლებთ“, – განაცხადა ჰონგ კონგის ლიდერმა, კერი ლამმა.
მისი თქმით, აუცილებელი გახდება დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება, ხოლო დასაქმებულთა ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავა.