ჰონგ კონგში უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ ბრალი პირველ ადამიანს წაუყენეს
ჰონგ კონგში უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ ბრალი პირველ ადამიანს წაუყენეს

ჰონგ კონგში უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ ბრალი პირველ ადამიანს წაუყენეს. 23 წლის მამაკაცს ბრალი სეპარატიზმისკენ მოწოდებასა და ტერორიზმში ედება.

ბრალდებულს ხელში ჰონგ კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების მთავარი სლოგანის ბანერი ეჭირა.

მამაკაცი მოტოციკლის მეშვეობით პოლიციელების ჯგუფში შეიჭრა, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციას აკონტროლებდნენ. ადგილობრივი მედიის განცხადებით, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი.

ეროვნული უსაფრთხოების კანონი გამოყოფის, დივერსიისა და ტერორიზმის წინააღმდეგ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ჰონგ კონგი ბრიტანეთმა ჩინეთს 1997 წელს დაუბრუნა, თუმცა შეთანხმების მიხედვით, 50 წლის განმავლობაში გარკვეული თავისუფლებები შენარჩუნებული უნდა იყოს.