ჰონგ კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა
ჰონგ კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დაპირსპირება სამართალდამცველებთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეებმა აქცია აშშ-ის საკონსულოსთან გამართეს.
მანიფესტაციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტას აპროტესტებდნენ. მათ აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
ჰონგ კონგში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ივნისის შემდეგ არ წყდება.