ჰონგ კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა

14:05, 01.12.2019

ჰონგ კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დაპირსპირება სამართალდამცველებთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეებმა აქცია აშშ-ის საკონსულოსთან გამართეს.

მანიფესტაციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტას აპროტესტებდნენ. მათ აშშ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ჰონგ კონგში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ივნისის შემდეგ არ წყდება.

მსგავსი