ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო, რეგულაციები გაამკაცრეს
ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო, რეგულაციები გაამკაცრეს.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მაღალი რისკის ქვეყნებიდან მომავალმა მგზავრებმა ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევში მათ 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ასევე, გამკაცრდა შეზღუდვები სახალხო შეკრებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან დაკავშირებით.
ახალი რეგულაციებით, ერთად შეკრება მხოლოდ ოთხ კაცამდე ჯგუფებისთვის არის დასაშვები, ხოლო ბარებსა და რესტორნებში ერთ მაგიდასთან მხოლოდ ოთხი ადამიანის ყოფნაა დასაშვები.
ჰონგ კონგის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი გახდა პირბადეების ტარება.
ჰონგ კონგში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 41 ადგილობრივი გადაცემის შედეგად დაინფიცირდა, ხოლო 11 პაციენტს მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
ჰონგ კონგში კორონავირუსის 1 521 შემთხვევაა დადასტურებული.