ჰონგ-კონგში ჩინეთში ექსტრადაციის შესახებ სადავო კანონის მიღება შეჩერდა. განცხადება ჰონგ-კონგის ლიდერმა, კარი ლამიმ გააკეთა. ამის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა.
ექსტრადირების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მძიმე დანაშაულებში ბრალდებულების ჩინეთსა და ტაივანში ექსტრადირება გახდებოდა შესაძლებელი, რასაც მოქალაქეები დაუშვებლად მიიჩნევენ. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის ქალაქის დამოუკიდებლობას. კანონში ცვლილებები მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც შარშან 19 წლის ჰონგ-კონგელმა მამაკაცმა ტაივანში დასვენებისას ფეხმძიმე მეგობარი გოგონა მოკლა. დამნაშავე ჰონგ-კონგში გაიქცა და მისი ტაივანში ექსტრადირება ვერ მოხერხდა.