ჰონგ კონგში ჩინეთთან საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით ასობით მედიკოსი გაიფიცა
ჰონგ კონგში ჩინეთთან საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით ასობით მედიკოსი გაიფიცა.
კოორნავირუსის გავრცელების გამო, ჰონგ-კონგმა ჩინეთთან სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლა შეაჩერა, თუმცა საავადმყოფოების თანამშრომლები საზღვრის სრულ ჩაკეტვას ითხოვენ.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში 4 თებერვლიდან გაფიცვას ათასობით ექიმი შეუერთდება.
„თუ საზღვარი სრულად არ ჩაიკეტება, ჩვენ არ გვეყოფა ადამიანური რესურსი, თავდაცვითი აღჭურვილობა და საიზოლაციო ოთახები დაავადებასთან საბრძოლველად“, – განაცხადა „საავადმყოფოების თანამაშრომელთა ალიანსის“ თავმჯდმარემ ვინი იუმ.
თუმცა, ჰონგ კონგის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
ამ დროისთვის ჰონგ კონგში გამოვლენილია კორონავირუსის 15 შემთხვევა.
შეგახსენებთ, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა, დაავადებულია სულ მცირე 17 205 ადამიანი.