ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 118 შემთხვევა გამოვლინდა
ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 118 შემთხვევა გამოვლინდა

ჰონგ კონგში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 118 შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მერვე დღეა, ჰონგ კონგში ვირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 100-ზე მეტია.

ახალი შემთხვევებიდან ხუთი იმპორტირებულია, 113 კი, შიდა გადაცემის შემთხვევებია. შიდა გადაცემის შემთხვევებიდან 67 არსებული კლასტერების კონტაქტებია, 46 შემთხვევაზე კი, კვლევა გრძელდება.

ჰონგ კონგში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 2 884 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 24 ადამიანი.

ჰონგ კონგში, ვირუსის გავცრელების პრევენციის მიზნით, ზომები ისევ გამკაცრდა, სავალდებულო გახდა ნიღბის ტარება, ასევე მოსახლეობას რეკომენდაცია მისცეს, თავი შეიკავონ რესტორნებში წასვლისგან.