ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჰონგ კონგში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან 98 შიდა გადაცემას უკავშირდება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
დღევანდელი მონაცემები გასული დღეების მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.
ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები ისევ გამკაცრდა. რესტორნებში ორ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, ასევე სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის 2 880 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 22 ადამიანი.