ჰონგ კონგში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ჰონგ კონგში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამ კვირაში უკვე მესამე დღეა, როდესაც ჰონგ კონგში ვირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
საერთო ჯამში ჰონგ კონგში 1 037 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულია ოთხი ადამიანი, ვირუსისგან 753 ადამიანი გამოჯანმრთელდა.