ჰონგ კონგში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად, „კოვიდ-19“-ის შიდა გადაცემის პირველი ფაქტი გამოვლინდა
ჰონგ კონგში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად, „კოვიდ-19“-ის შიდა გადაცემის პირველი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულს კონტაქტი არ ჰქონია მოგზაურობის ისტორიის მქონე პირთან.
ჰონგ კონგში ბარები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები გასულ კვირას გაიხსნა. ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თვის ბოლომდე განახლდება სასწავლო პროცესი, თუმცა ჰონგ კონგში კვლავ ძალაშია რვაზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის 1 051 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულია ოთხი ადამიანი, ვირუსისგან ჰონგ კონგში 991 ადამიანი განიკურნა.