ჰონგ კონგის ლიდერი კერი ლამი ოფიციალური ვიზიტით პეკინს ეწვია
ჰონგ კონგის ლიდერი კერი ლამი ოფიციალური ვიზიტით პეკინს ეწვია

ჰონგ კონგის ლიდერი კერი ლამი ოფიციალური ვიზიტით პეკინში ჩავიდა. ჰონგ კონგში აქციების დაწყების შემდეგ ეს კერი ლამის პირველი ვიზიტია ჩინეთში.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჰონგ კონგის ლიდერის ვიზიტი ოთხდღიანია, რომლის ფარგლებშიც კერი ლამი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა კი ჰონგ კონგში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა იქნება.

ჰონგ კონგში აქციები უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. აქციის მონაწილეები სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და რეფორმების განხორციელებას ითხოვენ.