ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა გამარჯვებული ნომინაციაში – „ჯეკ ადამს ევორდი“. ეს პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა რეგულარული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით სეზონის საუკეთესო მწვრთნელს. ლაურეატი ვლინდება ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად.
წელს, გამარჯვებული გახდა „ბოსტონ ბრუინზის“ მთავარი მწვრთნელი ბრიუს კესიდი. მან 288 ქულა მიიღო. კესიდიმ გაუსწრო „ფილადელფიას“ დამრიგებელს ალენ ვინიოს (252) და „კოლამბუსის“ მწვრთნელს ჯონ ტორტორელას (198).
ასევე ხუთეულში მოხვდნენ – კრეიგ ბერუბი („სენტ ლუისი“, 126) და ჯარედ ბედნარი („კოლორადო“, 96).
კეიდისთვის ეს პირველი აღიარებაა კარიერაში. „ბოსტონმა“ 2019-20 წლების სეზონში პირველი ადგილი დაიკავა აღმოსავლეთ კონფერენციაში, პლეი ოფში კი მეთხედფინალში წააგო სერია „ტამპა ბეისთან“ (1:4).