ჰოკეის ეროვნული ლიგამ 2020-21 წლების სეზონის სტარტი დანიშნა
ჰოკეის ეროვნული ლიგამ 2020-21 წლების სეზონის სტარტი დანიშნა

ჰოკეის ეროვნული ლიგამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს 2020-21 წლების სეზონის ორგანიზებაზე.

გეგმის მიხედვით, რეგულარული ჩემპიონატი 13 იანვარს უნდა დაიწყოს. მასში თითოეული გუნდი 56 მატჩს ჩაატარებს. თამაშები მხოლოდ დივიზიონების შიგნით გაიმართება, რომელთა შემადგენლობას კორონავირუსის სიტუაციიდან გამომდინარე შეცვლიან.

იმის გამო, რომ შეზღუდულია მიმოსვლა კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ყველა კანადურ კლუბს ერთ დივიზიონში მოაქცევენ, – იტყობინება ლიგის პრესსამსახური.

საწვრთნელი ბანაკები უნდა გაიხსნას 3 იანვარს. ამასთან, იმ შვიდ გუნდს, რომლებიც 2020 წელს პლეი ოფში ვერ მოხვდნენ, შეკრების დაწყება 31 დეკემბრიდან შეეძლებათ. საკონტროლო მატჩები არ გაიმართება და გუნდები პირდაპირ რეგულარულ ჩემპიონატს დაიწყებენ.

საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, გეგმა უნდა მოიწონოს ლიგის დირექტორთა საბჭომ და პროფკავშირის წევრებმა.