ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დრაფტი დასრულდა

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გაიმართა NHL-ის 2020 წლის დრაფტი. ონლაინ-რეჟიმში ჩატარებულ ცერემონიაში პირველ ნომრად “ნიუ იორკ რეინჯერსმა” აირჩია კანადელი ალექსის ლაფრენიე. გასულ სეზონში მან კვებეკის იუნიორთა ლიგაში “რიმუსკის” შემადგენლობაში ითამაშა და 52 მატჩში 112 ქულა (35+77) დააგროვა. მისი სარგებლოანობის კოეფიციენტი იყო “პლუს 41”.

იანვარში ფორვარდმა კანადის ნაკრებში მოიგო მსოფლიოს 2020 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

დრაფტის პირველი რაუნდის შედეგები:

  1. რეინჯერსი – ალექსის ლაფრენიე (კანადა)
  2. ლოს ანჯელესი – კუინტონ ბაიფილდი (კანადა)
  3. ოტავა – ტიმ შტიუცლე (გერმანია)
  4. დეტროიტი – ლუკას რეიმონდი (შვედეთი)
  5. ოტავა – ჯეიკ სანდერსონი (აშშ)
  6. ანაჰაიმი – ჯეიმი დრისდეილი (კანადა)
  7. ნიუ ჯერსი – ალექსანდრ ჰოლცი (შვედეთი)
  8. ბაფალო – ჯეკ ქუინი (კანადა)
  9. მინესოტა – მარკო როსი (ავსტრია)
  10. ვინიპეგი – კოულ პერფეტი (კანადა)
  11. ნეშვილი – იაროსლავ ასკაროვი (რუსეთი)
  12. ფლორიდა – ანტონ ლუნდელი (ფინეთი)
  13. კაროლინა – სეტ ჯერვისი (კანადა)
  14. ედმონტონი – დილარ ჰოლოუეი (კანადა)
  15. ტორონტო – როდიონ ამიროვი (რუსეთი)
  16. მონრეალი – კაიდენ გულე (კანადა)
  17. ჩიკაგო – ლუკას რაიხელი (გერმანია)
  18. ნიუ ჯერსი – დოუსონ მერსერი (კანადა)
  19. რეინჯერსი – ბრეიდენ შნაიდერი (კანადა)
  20. ნიუ ჯერსი – შაკირ მუჰამადულინი (რუსეთი)
  21. კოლამბუსი – ეგორ ჩინახოვი (რუსეთი)
  22. ვაშინგტონი – ჰენდრიქს ლაპიერი (კანადა)
  23. ფილადელფია – ტაისონ ფორსტერი (კანადა)
  24. კალგარი – კონორ ზარი (კანადა)
  25. კოლორადო – ჯასტინ ბერონი (კანადა)
  26. სენტ ლუისი – ჯეიკ ნეიბორსი (კანადა)
  27. ანაჰაიმი – ჯეიკობ პერო (კანადა)
  28. ოტავა – რიდლი გრეიგი (კანადა)
  29. ლას ვეგასი – ბრენდან ბრისონი (აშშ)
  30. დალასი – მავრიკ ბურკი (კანადა)

31. სან ხოსე – ოზი უისბლატი (კანადა)